English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ სულხან ტაბაღუა
ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტების შეფასება გარდამავალი ეკონომიკების მაგალითზე (გაფართოებული მოდელი)

ანოტაცია. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის საზომად დიდი ხანია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოიყენება. ეკონომიკურ ზრდაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელიც განისაზღვრება, როგორც კომპლექსური პროცესი მრავალი დეტერმინანტით. აღნიშნული გარემოება დასტურდება გარდამავალი ეკონომიკების მაგალითზეც, სადაც ეკონომიკური ზრდის ციკლურობა ეკონომიკის ტრანსფორმაციის ფონზე, ისტორიულად ყველაზე მწვავედ მიმდინარეობდა. ამ ქვეყნების უმრავლესობა დღესაც საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის შესაბამისი რეფორმების განხორციელებით არის დაკავებული.

წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში შემოთავაზებულია გარდამავალი ეკონომიკების (25 ქვეყნის) მაგალითზე ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი დეტერმინანტების (ინფლაცია; სტრუქტურული რეფორმები; მთავრობის ხარჯები; ინვესტიციები; ფასების ლიბერალიზაცია; სავაჭრო და გაცვლითი რეჟიმი; ბაზარზე შესვლის მაჩვენებელი (კონკურენციის პოლიტიკა) და პრივატიზაცია) შეფასება გაფართოებული მოდელის ფარგლებში. კვლევა ეყრდნობა შესაბამის ლიტერატურას და მოიცავს 1996-2014 წლების მონაცემებს. კვლევის შედეგების მიხედვით ამ ქვეყნებში: ეკონომიკური ზრდის შეფასებული დეტერმნინატების უმრავლესობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია; ინფლაციისა და მთავრობის ხარჯების გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) უარყოფითია; სტრუქტურული რეფორმების, ფასების ლიბერალიზაციის გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) უარყოფითია 1999-2007 წლებში, დადებითია 2007-2014 წლებში; გაცვლითი რეჟიმი ცალკეულ შემთხვევებში მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP), როგორც დადებით ისე უარყოფით გავლენას ახდენს, ანალოგიური მდგომარეობაა პრივატიზაციის შემთხვევაში; ინვესტიციები გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) მნიშვნელოვანია, შეფასებული კოეფიციენტი 0.20-0.24 შუალედშია. 2007-2014 წლებისათვის ეკონომიკის ზრდის დეტერმინანტების უმრავლესობის შეფასებები გაუმჯობესებულია 1999-2007 წლებთან შედარებით.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა, დეტერმინანტები, გარდამავალი ეკონომიკა, პანელური მოდელი, რეფორმები.

შესავალი[1]

            სხვა თანაბარ პირობებში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მოცემულ საკითხზე კვლევის ჩატარება ნაკლებად აქტუალურია, ვინაიდან გარდამავალი პერიოდი ამ ჯგუფში შემავალი ქვეყნებისათვის დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო [IMF, 2000,გვ.89] და ამ საკითხის გარშემო არაერთი ნაშრომია გამოქვეყნებული [Svejnar,2002; Blanchard, 1997; Kornai, 1999; Brada, King, Kutan, 2000; Campos, Coricelli, 2002; Gerard, 2000 და სხვა] თუმცა, ამავე დროს, რთულია ამ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდი დასრულებულად მივიჩნიოთ. უფრო მეტიც, ეკონომიკის ტრანსფორმაცია და საბაზრო სისტემის ჩამოყალიბება, ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობა ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ სამიზნედ რჩება. გასული პერიოდი ცხადყოფს, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის: მიუხედევად საერთო საწყისისა ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, საყურადღებოა მათი ვარიაცია დროითი ლაგის გათვალისწინებით; დისკუსიის საგანია „გარდამავალი ეკონომიკის“ ჯგუფში შემავალი ქვეყნების რაოდენობა და ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორები; მნიშვნელოვანია რეფორმების საწყისი პერიოდის მნიშვნელოვნების ანალიზი და ა.შ. მოცემული  არასრული ჩამონათვალი ხაზს უსვამს წინამდებარე კვლევის აქტუალობას, რომელიც მიზნად ისახავს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტების შეფასებას გაფართოებული მოდელის საფუძველზე. კვლევის ფარგლებში შეფასებულია 25 ქვეყანა, 1996-2014 წლების მონაცემებზე დაყრდნობით[2].           

            1. ლიტერატურის მიმოხილვა

    ეკონომიკური ზრდის თეორიების ევოლუცია დაკავშირებულია მოდელის ფარგლებში შესაფასებელი დეტერმინანტების გაფართოებასთან [Piętak, 2014; Kawalec, 2020; Shachmurove, Zilberfarb, 2020; Joffe, 2017 და სხვა]. კერძოდ, 1950-60-იან წლებში ჩამოყალიბებული საბაზისო მოდელები ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორად განიხილავს: შრომას, კაპიტალსა და ტექნოლოგიურ პროგრესს [Solow, 1956; Swan, 1956, Mankiw, Romer, Weil, 1992]; 1980იანი წლებში ამ ჩამონათვალს დაემატა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა  [Romer, 1990; Barro, Sella-i-Martin, 1995; Olson, Sarna, Swamy, 2000]; განვითარების შემდეგი ეტაპი უკავშირდება კერძო საკუთრების, კანონის ძალის, ინსტიტუციებისა და კორუფციის განხილვას ფაქტორებს შორის [North, 1989; Acemoglu, Johnson, Robinson, 2005]. ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტებად, ასევე, წარმოდგენილია: ინვესტიციები, ადამიანისეული კაპიტალი, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, კერძო საკუთრების დაცვის ინდიკატორები, საგადასახადო ტვირთი, ტრანსფერენტულობა, პოლიტიკური სტაბილურობა, სტრუქტურული რეფორმები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ვაჭრობის ღიაობა [Havrylyshyn, Wolf, 1999; Campos, Coricelli, 2002; Workie, 2005; Mervar, 2003;  Havrylyshyn, Izvorski, Rooden, 1998; Horowitz, 2004 და სხვა]. ნათელია, რომ ეკონომიკური ზრდა არის კომპლექსური პროცესი, რომელსაც აქვს მრავალი დეტერმინანტი [ბედიანაშვილი, 2022]. ამასთან, ეკონომიკური თეორია არ გვაძლევს შეთანხმებულ პოზიციას მოდელის “სწორი” სპეციფიკაციების შესახებ [Havrylyshyn, Izvorski, Rooden, 1998,გვ.13].

     ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტების ანალიზი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. რომელი ფაქტორები ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე? ამ კითხვაზე პასუხის მოძიებისას ჩატარებულ კვლევებში განსხვავებული ფაქტორებია შეფასებული,  თუმცა  შესაძლებელია მათი დაჯგუფება საერთო ნიშნით:

  • o სტრუქტურული რეფორმები და ლიბერალიზაცია [de Melo, Denizer, Gelb, 1996;  De Melo, Denizer, Tenev, 1997; Fischer, Sahay, Végh, 1996a, 1996b; Hernández-Catá 1997; Berg, Sahay, Zettelmeyer, 1999];
  • o მაკროეკონომიკური სტაბილურობა [Fischer, Sahay, Végh, 1996a, 1996b; Hernández-Catá, 1997; Loungani, Sheets,1997; Christoffersen, Doyle,  1998; Berg, Sahay, Zettelmeyer, 1999];
  • o საბიუჯეტო დეფიციტი [Berg, Sahay, Zettelmeyer, 1999; Fischer, Sahay, Végh, 1996a, 1996b];
  • o საწყისი მდგომარეობა [de Melo, Denizer, Gelb 1996; De Melo, Denizer,  Tenev, 1997; Heybey, Murrell 1998; Berg, Sahay, Zettelmeyer, 1999].

       კვლევის ავტორები, ერთი მხრივ, ხაზს უსვამენ ქვეყნებს შორის განსხვავებულ გარემო პირობებს, მეორე მხრივ, ავლენენ საერთო ფაქტორებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. ასეთი (დამოუკიდებელი) ფაქტორებია: სტრუქტურული რეფორმები, საწყისი მდგომარეობა, ინფლაცია (მიმდინარე და ლაგით), საბიუჯეტო ხარჯები/დეფიციტი (მიმდინარე და ლაგით), ომი (ფიქტიური ცვლადი), რუბლის ზონა, გაცვლითი კურის (ფიქტიური ცვლადი), საბჭოთა კავშირის დაშლა (ფიქტიური ცვლადი) და სხვა ფაქტორები. ამასთან, ფართოდ არის დასაბუთებული და ახსნილი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი  ფაქტორი, რომლებზეც მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეთანხმებულია თუმცა, დღემდე სადავოდ რჩება ამ ფაქტორების ფარდობითი მნიშვნელობის საკითხი [Mervar, 2003].

            ეკონომიკური ზრდის თეორიებში კონსენსუსი მიღწეულია ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, რომლებიც ხასიათდებიან, მემკვიდრეობით მიღებული არაეფექტიანი სისტემით, ინვესტიციების როლი მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს ეკონომიკის სტიმულირებისათვის. აღნიშნული თავისებურების გათვალის­წინებით ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შეფასებისას ინვესტიციებს უფრო ნაკლები როლი ენიჭება, ვიდრე სტრუქტურულ რეფორმებსა და კერძო საკუთრების დაცვაზე ორიენტირებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას [Havrylyshyn, Izvorski, Rooden, 1998, გვ.24].    

              2. მოდელის შერჩევა

     ეკონომიკურ მეცნიერებაში არ არის შეთანხმებული პოზიცია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მოდელზე, ასევე, არაერთმნიშვ­ნელოვანია გარდამა­ვალი პერიოდის ეკონომიკის კატეგორიაში შემავალი ქვეყნების ჩამონათვალი[3].

            ეკონომიკის ისტორიაში გარდამავალი ეკონომიკის ყველაზე ცნობილ მაგალითად  გვევლინება ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკის ცენტრალიზებული დაგეგმვიდან, უმოკლეს დროში გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ჯგუფში აღმოჩდნენ. გარდამავალ ეკონომიკებად განიხილება ის ქვეყნები, რომლებიც ახორციელებენ მაკროეკონომიკურ რეფორმებს, რათა შეცვალონ ეკონომიკის მართვის გზები. ტრადიციულად, ეს გულისხმობს,  სტრუქტურულ რეფორმებს სახელმწიფოს მიერ მართული ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად [Round, 2009]. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმების გატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიზეზად იქცა არაეფექტიანი ეკონომიკის არსებობა, სადაც ეკონომიკური ზრდის 90% მიღწეული იყო რესურსების (მიწა, სამუშაო ძალა, კაპიტალი) გადიდების ხარჯზე.   ეკონომიკური მოდელის ტრანსფორმაცია და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში განსხვავებული გზებით მიმდინარეობდა [Havrylyshyn,2007,გვ.6] თუმცა, ყველა ქვეყანაში ტრანსფორმაციის საწყისი პერიოდი ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრი შემცირებით დაიწყო (ცხრილი 1). ამ ქვეყნებში ეკონომიკის შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 1992 წელს (-44.9%), ზრდის 1990 წელს (35.4%),  ხოლო 2000 წელს ყველა ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა. ამ წლისათვის გამოყენებული ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი დადებითია.

           ცალკეული ავტორი ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შემცირების მიზეზად “ტრანსფორმაციის” რეცესიას ასახელებს და  მიუთითებს შემდეგი ცვლილებების არსებობაზე: გამყიდველის ბაზრიდან მყიდველის ბაზარზე გადასვლა (ფასების ლიბერალიზაცია), ბიუჯეტის მდგრადი სისტემა (პრივატიზაცია, სახელმწიფო დახმარებებისა და ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება), რომელიც საბაზრო ეკონომიკისკენ ორიენტირებული ქცევით ხელს უწყობს ყველა ეკონომიკური აგენტის სარგებლის მაქსიმიზაციას [Kornai, 1994]; რესურსების გადაადგი­ლება ძველიდან ახალ აქტივობებზე და  რესტრუქტურიზაციისას არსებული ფირმების გადარჩენა [Blanchard, 1997]; ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობისათვის, ასევე, მნიშვნელოვანია რეფორმების საწყისი მდგომარეობა [De Melo, Denizer, Gelb ,1997; Fischer, Sahay, Carols, 1998].

ცხრილი 1. ეკონომიკური ზრდა გარდამავალ ეკონომიკებში (1989-2000)

ქვეყნები

1989

1990

1991

1992

1993

1994

1995

1996

1997

1998

1999

2000

ალბანეთი

9.8

-9.6

-28.0

-7.2

9.6

8.3

13.3

9.1

-10.9

8.8

12.9

6.9

სომხეთი

   

-11.7

-41.8

-8.8

5.4

6.9

5.9

3.3

7.3

3.3

5.9

აზერბაიჯანი

   

-0.7

-22.6

-23.1

-19.7

-11.8

1.3

5.8

10.0

7.4

11.1

ბულგარეთი

-3.3

-9.1

-8.4

-7.3

-1.5

1.8

2.9

5.2

-14.1

3.8

-8.4

4.6

ბელორუსია

   

-1.2

-9.6

-7.6

-11.7

-10.4

2.8

11.4

8.4

3.4

5.8

ჩეხეთი

   

-11.6

-0.5

0.1

2.9

6.5

4.3

-0.5

-0.4

1.4

4.0

ესტონეთი

             

4.9

13.1

4.3

-0.4

10.1

საქართველო

-7.2

-14.8

-21.1

-44.9

-29.3

-10.4

2.6

11.2

10.5

3.1

2.9

1.8

ხორვატია

             

6.3

6.2

2.3

-0.7

2.9

უნგრეთი

     

-3.1

-0.6

2.9

1.5

0.1

3.1

3.9

3.1

4.5

ყაზახეთი

   

-11.0

-5.3

-9.2

-12.6

-8.2

0.5

1.7

-1.9

2.7

9.8

ყირგიზეთი

2.8

5.7

-7.9

-13.8

-15.5

-20.1

-5.4

7.1

9.9

2.1

3.7

5.4

ლიტვა

             

5.2

8.3

7.5

-1.1

3.7

ლატვია

             

2.6

8.8

6.3

2.8

5.7

მოლდოვა

             

-5.9

1.6

-6.5

-3.4

2.1

ჩრდილოეთ მაკედონია

   

-6.2

-6.6

-7.5

-1.8

-1.1

1.2

1.4

3.4

4.3

4.5

პოლონეთი

   

-7.0

2.5

3.7

5.3

7.1

6.1

6.4

4.6

4.7

4.6

რუმინეთი

   

-12.9

-8.8

1.5

3.9

6.2

3.9

-4.8

-2.0

-0.4

2.5

რუსეთი

 

-3.0

-5.0

-14.5

-8.7

-12.6

-4.1

-3.8

1.4

-5.3

6.4

10.0

სლოვაკეთი

       

1.9

6.2

5.8

6.6

5.9

4.1

-0.1

1.2

სლოვენია

             

3.2

5.0

3.3

5.3

3.7

ტაჯიკეთი

-6.5

-0.6

-7.1

-29.0

-16.4

-21.3

-12.4

-16.7

1.7

5.3

3.7

8.3

თურქმენეთი

-4.3

35.4

-4.6

-15.0

1.5

-17.3

-7.2

6.7

-11.4

7.1

16.5

5.5

უკრაინა

3.9

-6.3

-8.7

-9.9

-14.2

-22.9

-12.2

-10.0

-3.0

-1.9

-0.2

5.9

უზბეკეთი

3.1

1.6

-0.5

-11.2

-2.3

-5.2

-0.9

1.7

5.2

4.3

4.3

3.8

ყველაქვეყანა

საშუალო

-0.2

-0.1

-9.0

-13.8

-6.6

-6.2

-1.1

2.4

2.6

3.3

3.0

5.4

მედიანური

-0.3

-3.0

-7.9

-9.8

-7.5

-5.2

-0.9

3.9

3.3

3.9

3.1

4.6

ყველაზემაღალი

9.8

35.4

-0.5

2.5

9.6

8.3

13.3

11.2

11.4

10.0

16.5

11.1

ყველაზედაბალი

-7.2

-14.8

-28.0

-44.9

-29.3

-22.9

-12.4

-16.7

-14.1

-6.5

-8.4

1.2

წყარო: www.worldbank.org.

შენიშვნა: ქვეყნები შერჩეულია EBRD-ის გარდამავალი ინდიკატორების 1989-2014“ საფუძველზე. 

   გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში განხორციელებული რეფორმები მოიცავს საზოგადოების სოციალურ-ეკონო­მიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. შესაბამისად, რეფორ­მებსა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის კავშირის შეფასებისათვის უპირატესია პანელური მოდელის გამოყენება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას დროის მოცემული პერიოდის განმავლობაში ერთსა და იმავე ჯვარედინი ერთეულები შევაფასოთ. როგორც ცნობილია, პანელური მონაცემების სიმრავლე შესდგება მონაცემთა სიმრავლეში შემავალი თითოეული ჯვარედინი წევრის დროითი მწკრივებისაგან (ასეთი მოდელი უფრო მოქნილია და ქვეყნების მიხედვით განსხავებული ქცევების მოდელირების შესაძლებლობას იძლევა). პანელური მოდელის შეფასებისათვის შემდეგი ორი ძირითადი პროცედურა გამოიყენება: ფიქსირებული ეფექტი - აღნიშნული მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია, როდესაც საქმე გვაქვს შესაფასებელი ქვეყნების დიდ რაოდენობასთან, რომელთა მონაცემები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით [Greene, 2002]; შემთხვევითი ეფექტი - ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ პანელური მონაცემების მოდელში შემავალი დროში მუდმივი დაუკვირვებადი ფაქტორები არაკორელირებულია მოდელის ამხსნელ ცვლადებთან დროის თითოეულ პერიოდში. რეგრესიულ ანალიზს არ შეუძლია “ახსნას” ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას საუკეთესოდ შეუძლია მოახდინოს მისი ბუნების შეფასება [Harberger, 1998].

        ეკონომიკური ზრდის პანელური მოდელი [Mankiw , Romer, Weil , 1992; Islam, 1995; Barro, 1997; Barro, Sala, 2004] შემდეგი სახისაა:

                       (1)

            სადაც,  დამოკიდებული ცვლადია - (i) ქვეყნის მთლიან სამამულო პროდუქტის (GDP)  ზრდა მოცემულ (t) პერიოდში;-ძირითადი ამხსნელი ცვლადები, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ დამოკიდებულ ცვლადზე; - ქვეყნის არადაკვირვებადი ფაქტორები, რომლებიც დროში არ იცვლებიან (თითქმის არ იცვლება);  – სპეციფიკური დროის ფაქტორი (ფიქტიური ცვლადი); - შეცდომების (ინოვაციების) ცვლადი.

             გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტების შეფასებისათვის წინამდებარე კვლევა ეყრდნობა ჰავრილიშან, იზვორსკისა და როდენის ნაშრომს[4], რომელიც თავის მხრივ მოიცავს (1) მოდელის მახასიათებლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით შესაფასებელი საბაზისო მოდელია:

   სადაც, Y-მთლიან სამამულო პროდუქტის (GDP) რეალური ზრდა (%-ში); LNP-ინფლაციის მაჩვენებელი;   RI - სტრუქტურული რეფორმების ინდექსი[5];  g  - მთავრობის ხარჯები (პროცენტული წილი მთლიან სამამულო პროდუქტში (GDP)).  

   შეიძლება ითქვას, რომ (2) მოდელის ვერიფიცირებული ვარიანტების მიხედვით სტრუქტურულ რეფორმებს დადებითი გავლენა აქვს მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP), ხოლო ინფლაციას უარყოფითი [Ari., Pula., Sun, 2022, 2021; Egert, 2017]. რაც შეეხება მთავრობის ხარჯების გავლენას მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP), ცალკეული კვლევით დასტურდება მთავრობის ხარჯებსა და მთლიან სამამულო პროდუქტს (GDP) შორის პოზიტიური კავშირი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ჩატარებული რეფორმებიც ცხადყოფს, რომ კეინზიანურ პოლიტიკას დადებითი ეფექტი აქვს სწორი საბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში, ხოლო მთავრობის ხარჯების ეფექტიანობა მცირდება მის მიერ “სოციალური” პროექტების დაფინანსების ზრდისას [Havrylyshyn, Izvorski, Rooden, 1998, გვ.13-15].  ამასთან, ფისკალური პოლიტიკამ, კერძოდ საშუალო საგადასახადო განაკვეთის ზრდამ ერთობლივ მოთხოვნაზე შეიძლება იმოქმედოს როგორც დადებითად ასევე უარყოფითად. აღნიშნული ზემოქმედების ხასიათს განსაზღვრავს შინამეურნეობის მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილებასა და მთავრობის შესყიდვისადმი ზღვრულ მიდრეკილებას შორის არსებული თანაფარდობა. ქვეყნებისა და დროის პერიოდის მიხედვით ეს თანაფარდობა, როგორც წესი, განსხვავებულია [ანანიაშვილი, ბარდაველიძე, 2018].

  (2) მოდელი მოიცავს ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტების აუცილებელ მაგრამ არასაკმარის რაოდენობას. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების განხორციელებული რეფორმები და მაკროეკონომიკური გამოწვევები მიგვითითებს ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის მქონე სხვა ფაქტორების დეტალური შეფასების  მნიშვნელოვნებაზე [ტაბაღუა, 2019, გვ.60-89]. ასეთ ფაქტორებს შორისაა: ინვესტი­ციები; ფასების ლიბერალიზაცია; სავაჭრო და გაცვლითი რეჟიმი; ბაზარზე შესვლის მაჩვენებელი (კონკურენციის პოლიტიკა) და პრივა­ტიზაცია. მოცემული გარემოებები გვიბიძგებს, (2) მოდელის გაფართოებისკენ[6], რომელსაც შემდეგი სახე აქვს:

სადაც, LIP - ფასების ლიბერალიზაციის ინდექსი; LEN - ბაზარზე შესვლის მაჩვენებელი (კონკურენციის პოლიტიკა); LEX - სავაჭრო და გაცვლითი რეჟიმი; LSP - პრივატიზაციის ინდექსი (დიდი და მცირე მასშტაბის პრივატიზაციის ინდიკატორების საშუალო სიდიდე); IN - ინვესტიციები (%-ლი წილი მთლიან სამამულო პროდუქტში (GDP)).

    თეორიულ დონეზე შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამ ფაქტორების შესა­ფასებელი კოეფიციენტები (e0, e1, e2;f0 f1,f2,; ,c0 c1,c2; ,g0,g1,g2; d0,d1,d2) დადებითია, თუმცა გარდამავალი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გამო, ფაქტორების დროითი ლაგით ანალიზისას, შესაძლე­ბელია ზოგიერთი მათგანი უარყოფითიც აღმოჩნდეს. კვლევის ფარგლებში გამოყენებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), მსოფლიო ბანკისა (WB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შესაბამისი მონაცემები.

            3. მოდელის შეფასება და მიღებული შედეგები

            3.1. შეფასება

(3) მოდელი გავაანალი­ზეთ გარდამავალი ეკონომიკის ჯგუფში შემავალი 25 ქვეყნის მაგალითზე (ცხრილი 1), 1996-2014 წლების მონაცემების გამოყენებით (ტაბაღუა, 2019, გვ.60-89). სადაც, დამოკიდე­ბული ცვლადია: Y , ხოლო დამოუკიდებელი ცვლადებია: LNP; RI; g; LIP; LEN; LEX; LSP; IN. მოდელის ფარგლებში განხილული ფაქტორების განსხავებულ პერიოდში შეფასებისათვის  საანალიზო პერიოდი, დავყავით ორ ნაწილად: 1999-2007 და 2007-2014 წლები.

აღსანიშნავია, რომ ანალიზის გაფართოების მიზნით არ შემოვიფარ­გლეთ (3) მოდელის ერთი სპეციფიკაციით და განვიხილეთ მისი რამდენიმე ვარიანტი,  რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფაქტორთა მოცვის ხარისხით. გარდა ამისა, სხვადასხვა ვარიანტისთვის გამოვიყენეთ ფიქსირებული და შემთხვევითი ეფექტის მეთოდები.

მოდელების სტატისტიკური მნიშვნელოვნების შეფასების­თვის გამოყენებულია: დეტერმინა­ციის ჩვეულებრივი და კორექტირებული  და  კოეფიციენტები, დარბინ-უოტსონის სტატისტიკა (DW); F-სტატისტიკა და ჰაუსმანის (Hausman)  ტესტი  (ფიქსირებული და შემთხვევითი ეფექტების არჩევისას). 

            3.2. შედეგები

მოკლედ დავახასიათოთ (3) მოდელის სხვადასხვა ვარიანტების შეფასებები და მიღებული შედეგები:

შემთხვევითი ეფექტების მოდელი. სულ გაანალიზებულია 9 მოდელი (ცხრილი 2)[7], რომელთა შორის კარგი სტატისტიკური შეფასებებით ხასიათდება (A6) მოდელი, სადაც ამხსნელ ფაქტორებად განხილულია ინფლაცია (LNP), მთავრობის ხარჯები (g), ფასების ლიბერალიზაციის ინდექსი (LIP), კონკურენციის პოლიტიკა (LEN), ვაჭრობა და უცხოური გაცვლითი სისტემა (LEX), პრივატიზაციის ინდექსი (LSP), ინვესტიციები (IN). ამ ფაქტორებიდან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:  მთავრობის ხარჯები (g), კონკურენციის პოლიტიკა (LEN) და  ინვესტიცია (IN). ამასთან, მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP)[8] მთავრობის ხარჯების გავლენა სტატისტიკურად მნიშვნელო­ვანია პირველ პერიოდში, ხოლო მომდევნო პერიოდში ნაკლებად მნიშ­ვნელოვანი ხდება; კონკურენციის პოლიტიკა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) მხოლოდ ერთი ლაგის დაგვიანებით ახდენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას; რაც შეეხება ინვესტიციებს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტორი ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით სტაბილური ზემოქმედებით გამოირჩევა და სამივე ლაგისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ როგორც (A6) მოდელში, ასევე, სხვა მოდელებშიც ზოგიერთი  ფაქტორის შეფასებული კოეფიციენტის ნიშანი არ არის თანხვედრაში ზოგად თეორიულ საფუძვლებთან[9].

       მე-2 ცხრილში წარმოდგენილი სხვა მოდელებისა და ცვლადების ზოგადი შეფასება შემდეგ თავისებურებებზე მიგვითითებს:

  • o ინფლაციის (LNP) უარყოფითი გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP)  დასტურდება ყველა მოდელში;
  • o სტრუქტურული რეფორმების ინდექსი (RI) ჩართული იყო მხოლოდ ერთ მოდელში და შეფასების მიხედვით მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) ეს ფაქტორი დადებითად ზემოქმედებს  როგორც  საწყის პერიოდში ასევე გრძელვადიან პერიოდში;
  • o მოდელების უმრავლესობის თანახმად მთავრობის ხარჯების (g) გრძელვადიანი გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) უარყოფითია;
  • o მოდელებში მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) ზემოქმედების თვალსაზრისით არაერთგვაროვან სურათს ვაწყდებით ფასების ლიბერალიზაციის ინდექსა (LIP) და გაცვლით რეჟიმისთან  (LEX)  მიმართებაში;
  • o მოდელების უმრავლესობაში ბაზარზე შესვლის მაჩვენებელი (LEN) სტატისტიკურად მნიშვნელოვან ეფექტს ერთი ლაგის დაგვიანებით იძლევა და ეს ეფექტი მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP)  ძირითადად უარყოფითია;
  • o პრივატიზაციის ინდექსი (LSP)  ჩართული იყო მხოლოდ ორ მოდელში. ორივე მათგანის მიხედვით LSP მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) დადებით გავლენას ახდენს საწყის პერიოდში, გრძელვადიანი ეფექტი კი უარყოფითია;
  • o ყველა მოდელში ინვესტიციების დადებითი გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) ძირითადად  გრძელვადიან პერიოდში ვლინდება.

საწყისი მდგომარეობ.  ცალკეულ კვლევებში გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების წარმატების თუ წარუმატებლობის განმაპირობებელ ფაქტორად ქვეყნის საწყისი მდგომარეობაც განიხილება [Fischer, Sahay, 2004]. საწყისი მდგომარეობის პირველი სტრუქტურული ანალიზი დე მელოს, დენიზერის და ტენევის[10] მიერ განხორციელდა, შემდეგი 11 კრიტერიუმის გამოყენებით: 1. ქვეყნის მდებარეობა[11]; 2. გასული პერიოდის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი; 3. განსხვავება ქვეყნებს შორის 1989 წლამდე ან მის მერე მიღებული დამოუკიდებლობით; 4. ბუნებრივი რესურსების რაოდენობა; 5. ინდუსტრიალიზაციის დონე; 6. ურბანიზაცია; 7. მთლიანი სამამულო პროდუქტი (GDP)  ერთ სულზე 1989 წლის მაჩვენებლით; 8. ინფლაცია; 9. სავაჭრო დამოკიდებულება კომუნისტურ ქვეყნებს შორის; 10. ჩრდილოვანი ბაზარი და გაცვლითი კურსი; 11. კომუნისტურ სისტემაში გატარებული წლების რაოდენობა. როგორც მოყვანილი ჩამონათვალი გვიჩვენებს, საწყისი მდგომარეობის შეფასებისათვის ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ინდიკატორები გამოიყენება, რომლებიც ცალკეულ კვლევებში განსხვავებული კომბინაციითა და შინაარსით გვხვდება [Godoy, Stiglitz, 1992, გვ.6-9].

ზემოაღნიშნულისა გათვალისწინებით გადამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საწყისი მდგომარეობის შეფასებისათვის გამოვიყენეთ ფაქტორები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმაციის პერიოდში მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ინდიკატორად შეიძლება მივიჩნიოთ: ფასების ლიბერალიზაციის ინდექსი (LIP); კონკურენციის პოლიტიკა (LEN); ვაჭრობა და გაცვლითი სისტემა (LEX); პრივატიზაციის ინდექსი (დიდი და მცირე მასშტაბის პრივატიზაციის ინდიკატორების საშუალო სიდიდე) (LSP); ინვესტიციები (IN). ამ ფაქტორების განსხვავებული კომბინაციით შევაფასეთ 11 მოდელი ფიქსირებული ეფექტის გამოყენებით, რაც ამ საკითხთან მიმართებაში ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია [De Melo, Denizer, Tenev, 1997; Heybey, Murrell 1998; Berg, Sahay, Zettelmeyer, 1999]. ყველაზე მაღალი საწყისი მდგომარეობის მაჩვე­ნებლით ხასიათდება: აზერბაიჯანი, უნგრეთი, ყაზახეთი, ხოლო მინიმალურით ბულგარეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, საქართველო, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი. ქვეყნების უმრავლესობაში აღნიშნული საწყისი მდგომარეობა აღარ წარმოადგენს მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) გავლენის მქონე დეტერმინანტს (ცხრილი 3). ამასთან, ნათელია, რომ აღნიშნული ფაქტორის გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) საკმაოდ მაღალია რეფორმების საწყის პერიოდში. 

ცხრილი2. მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) შერჩეული დეტერმინანტების შეფასება (შემთხვევითი ეფექტი, 1998-2014 წლები)

დამოკიდებული ცვლადი: მთლიანი სამამულო პროდუქტი (GDP)

ცვლადები

A1

A2

A3

A4

A5

A6

A7

A8

A9

LNP

-0.008

(-0.62)

-0.01

(-0.85)

-0.002

(0.13)

-0.26

(-1.79)

-0.003

(-0.21)

-0.02

(-1.55)

-0.01

(-0.65)

-0.009

(-0.56)

-0.007

(0.63)

LNP-1

-0.0005

(-0.12)

-0.002

(-0.50)

-0.005

(-0.03)

-0.001

(-0.23)

-0.004

(-0.78)

-0.001

(0.25)

-0.009

(-0.20)

-0.003

(-0.61)

-0.001

(-0.53)

LNP-2

-0.005

(-1.66)

-0.006

(-2.16)

-0.005

(-1.18)

-0.006

(-2.15)

-0.005

(-1.71)

-0.003

(-1.30)

-0.004

(-1.61)

-0.004

(-1.54)

-0.004

(-1.48)

RI

7.11

(1.64)

 

 

 

 

 

 

 

 

RI-1

-12.83

(-2.12)

 

 

 

 

 

 

 

 

RI-2

3.37

(0.91)

 

 

 

 

 

 

 

 

g

-0.31

(-3.79)

 

 

 

-0.32

(-3.85)

-0.27

(-3.56)

-0.28

(-3.60)

-0.32

(-3.88)

 

g-1

0.03

(0.32)

 

 

 

0.03

(0.34)

0.09

(0.93)

0.07

(-0.77)

0.05

(0.50)

 

g-2

0.06

(0.85)

 

 

 

0.05

(0.65)

-0.02

(-0.29)

-0.007

(-0.09)

0.04

(0.57)

 

LIP

 

0.98

(0.70)

-0.76

(-0.34)

 

-0.96

(-0.39)

-0.30

(-0.14)

-1.90

(-0.86)

-0.35

(-0.14)

 

LIP-1

 

0.79

(0.79)

1.31

(0.43)

 

1.08

(0.37)

-0.13

(-0.05)

0.70

(0.27)

0.69

(0.24)

 

LIP-2

 

-1.08

(0.65)

-3.59

(-1.52)

 

-1.83

(-0.08)

1.16

(0.56)

0.37

(0.17)

-1.19

(-0.51)

 

LEN

 

2.25

(0.15)

 

2.36

(1.62)

2.33

(1.55)

1.23

(0.93)

1.49

(1.10)

2.12

(1.42)

 

LEN-1

 

-4.92

(0.01)

 

-4.94

(-2.57)

-4.36

(-2.35)

-4.18

(-2.48)

-3.70

(-2.23)

-4.57

(-2.46)

 

LEN-2

 

1.15

(0.38)

 

0.47

(0.38)

1.81

(1.41)

1.78

(1.54)

1.45

(1.25)

2.06

(1.58)

 

LEX

 

0.21

(0.90)

 

 

0.83

(0.45)

0.88

(0.55)

0.29

(0.17)

1.006

(0.55)

 

LEX-1

 

-1.90

(0.42)

 

 

-1.07

(-0.46)

-1.03

(-0.50)

-1.11

(-0.54)

-0.94

(-0.41)

 

LEX-2

 

-0.64

(0.70)

 

 

-0.44

(-0.27)

0.30

(0.21)

0.02

(0.01)

-0.20

(-0.12)

 

LSP

 

 

 

 

 

0.61

(0.31)

 

2.96

(1.36)

 

LSP-1

 

 

 

 

 

-3.77

(1.55)

 

-3.84

(-1.42)

 

LSP-2

 

 

 

 

 

1.67

(1.11)

 

-0.05

(-0.03)

 

IN

0.13

(1.76)

 

 

 

 

0.47

(9.50)

0.48

(9.48)

 

0.51

(9.92)

IN-1

-0.03

(-0.31)

 

 

 

 

-0.19

(-2.99)

-0.21

(-3.24)

 

-0.25

(-3.90)

IN-2

-0.12

(-1.16)

 

 

 

 

-0.19

(-3.83)

-0.18

(-3.53)

 

-0.25

(-4.92)

R2

0.20

0.11

0.04

0.08

0.22

0.43

0.36

0.25

0.23

2

0.18

0.08

0.02

0.06

0.19

0.40

0.33

0.22

0.22

F-სტატისტიკა

11.41

4.15

2.99

5.93

7.49

14.14

12.48

7.45

20.23

DW

1.23

1.24

1.19

1.86

1.22

1.35

1.41

1.21

1.29

ჰაუსმან ტესტი

0.61

0.78

0.11

0.03

0.12

0.01

0.49

0.48

0.00

 

ცხრილი3. საწყისი მდგომარეობის შეფასება (ფიქსირებული ეფექტი, 1998-2014 წწ)

 

A1

A2

A3

A4

A5

A6

A7

A8

A9

A10

A11

ალბანეთი

-0.90

0.31

-0.30

0.71

0.83

-0.62

-1.98

-0.65

-1.81

-2.25

-0.43

სომხეთი

-1.88

2.05

1.43

2.65

2.42

0.99

-3.21

2.10

-1.36

-3.73

2.05

აზერბაიჯანი

2.07

4.11

4.63

5.60

5.32

4.69

2.20

4.32

3.03

3.55

5.69

ბელორუსია

2.17

-1.19

-0.32

-0.53

-0.03

0.86

3.24

-3.56

-0.38

4.87

0.13

ბულგარეთი

0.51

-0.05

-0.04

-0.55

-0.45

-0.38

0.56

-7.18

0.30

-0.31

-1.33

ხორვატია

0.45

-2.53

-2.79

-3.33

-3.00

-3.01

0.20

-2.33

-0.33

0.12

-3.12

ესტონეთი

2.30

0.78

0.60

-0.78

-0.97

0.38

2.81

0.19

1.54

2.16

-1.57

მაკედონია

-1.83

-1.89

-2.60

-1.65

-1.64

-2.90

-2.78

0.33

0.12

-2.91

-0.50

საქართველო

-2.27

1.08

0.28

1.09

1.12

-0.20

-3.50

0.54

-2.42

-4.28

0.01

უნგრეთი

4.63

-0.19

-0.28

-2.00

-2.10

-0.60

5.51

-0.33

3.52

4.89

-2.47

ყირგიზეთი

-0.75

0.08

-0.56

0.33

0.28

-1.02

-1.61

-0.21

-1.04

-2.10

-0.68

ლატვია

1.86

0.42

0.46

-0.28

-0.45

0.17

2.27

-0.08

1.26

2.05

-1.27

ლიტვა

0.99

0.37

0.62

-0.69

-0.69

0.47

1.57

1.10

1.72

1.08

-0.65

მოლდოვა

-0.23

-1.43

-1.34

-1.37

-0.56

-1.56

-0.73

-1.17

-0.84

-0.59

-1.35

პოლონეთი

0.59

0.68

0.81

-0.68

-0.69

0.59

1.11

0.99

1.36

1.14

-0.85

რუმინეთი

-1.09

-1.20

-0.87

-1.38

-1.12

-1.31

-0.74

-0.76

-0.61

-1.127

-2.04

რუსეთი

-0.37

-0.77

-0.80

-0.84

-1.07

-0.51

0.23

-0.78

-0.08

0.22

-0.44

სლოვაკეთი

2.95

1.12

1.04

-0.69

-0.62

0.90

3.46

1.44

2.73

2.88

-0.64

სლოვენია

1.36

-1.69

-1.81

-2.62

-2.08

-2.02

1.27

-1.64

0.55

1.66

-2.43

ტაჯიკეთი

-2.77

0.83

1.10

2.28

2.09

1.44

-3.05

1.34

-1.22

-2.45

2.91

თურქმენეთი

-2.56

2.88

3.90

6.37

5.83

5.40

-2.20

4.33

0.35

-0.48

9.41

უკრაინა

-0.32

-2.94

-2.61

-2.43

-2.7

-2.43

0.46

-2.28

-0.07

0.63

-1.91

უზბეკეთი

-0.96

-1.17

-0.57

0.035

-0.25

0.70

-0.34

-2.35

-2.50

-0.35

1.26

ყაზახეთი

-3.94

0.36

0.02

0.80

0.59

-0.01

-4.74

-0.52

-3.82

-4.70

0.27

ცხრილი4. მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) ზრდის პანელური მოდელი (1999-2007 წწ)

ცვლადები

A1

A2

A3

A4

A5

A6

LNP

-0.02

(-1.87)

-0.02

(-1.93)

-0.01

(-1.18)

-0.02

(-2.41)

-0.02

(-2.31)

-0.02

(-2.23)

RI

-1.11

(-0.66)

 

 

-3.55

(-2.26)

-3.08

(-3.37)

 

g

-0.19

(-4.15)

-0.20

(-4.40)

-0.21

(-4.69)

 

 

-0.23

(-5.25)

LIP

 

 

 

 

 

-2.89

(-1.66)

LEN

-0.73

(-2.60)

-1.31

(-2.35)

 

 

 

1.13

(0.15)

LEX

 

 

-0.40

(-0.47)

 

 

0.85

(0.97)

LSP

 

 

 

0.23

(0.22)

 

-0.61

(-0.76)

IN

0.24

(5.83)

0.23

(5.68)

0.21

(5.07)

0.23

(5.68)

0.23

(5.68)

0.20

(5.17)

R2

0.18

0.18

0.16

0.12

0.12

0.21

2

0.16

0.16

0.15

0.11

0.11

0.19

F-სტატისტიკა

9.53

11.93

10.55

7.80

10.27

8.08

DW

1.48

1.47

1.44

1.36

1.38

1.40

 

ცხრილი5. მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) ზრდის

 პანელური მოდელი (2007-2014 წწ)

ცვლადი

A1

A2

A3

A4

A5

A6

LNP

-0.001

(-0.02)

-0.001

(-0.03)

-0.038

(-0.78)

-0.05

(-0.92)

-0.05

(-0.95)

-0.003

(-0.69)

RI

0.04

(0.03)

 

 

-4.72

(-3.07)

-4.31

(-6.01)

 

g

-0.33

(-7.05)

-0.33

(-8.36)

-0.36

(-7.07)

 

 

 

-0.35

(-7.11)

LIP

 

 

 

 

 

0.36

(0.86)

LEN

-1.35

(-1.55)

-1.33

(-2.88)

 

 

 

-1.03

(-0.80)

LEX

 

 

 

-0.38

(-0.63)

 

 

1.02

(1.34)

LSP

 

 

 

0.33

(0.30)

 

-1.27

(-1.68)

IN

0.20

(5.32)

0.21

(5.33)

0.22

(5.34)

0.23

(4.90)

0.23

(4.92)

0.22

(5.62)

R2

0.38

0.38

0.35

0.22

0.22

0.38

2

0.36

0.37

0.33

0.20

0.21

0.36

DW

1.65

1.65

1.60

1.63

1.63

1.65

F-სტატისტიკა

23.17

29.20

25.38

13.48

18.12

16.69

 

განსხვავებულ პერიოდთა შეფასება. ორლაგიანმა მოდელმა გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა განხილული დეტერმინანტების როლზე ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის. ამავე დროს შეფასებულ ლაგურ მოდელში ცვლადთა საკმარისად დიდი რაოდენობა სტატისტიკურად არამნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ შეგვეფასებინა პანელური მოდელი ლაგური ცვლადების გათვალისწინების გარეშე. ასეთი მიდგომა ფორმალური ანალიზის თვალსაზრისით, გამართლებულია და უფრო დამაჯერებელ წარმოდგენას იძლევა ამა თუ იმ ფაქტორის როლისა და მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, იმის დასადგენად, შეიცვალა თუ არა წლების განმავ­ლობაში დეტერმინანტების როლი განხილულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის სტიმულირების პროცესში, საანალიზო პერიოდებისთვის (1999-2007; 2007-2014 წლები) შევაფასეთ პანელური მოდელის ერთნაირი ვარიანტები (ცხრილი 4, ცხრილი 5). 

4. დასკვნა

წინამდებარე კვლევის ფარგლებში წარმოდგენილმა გაფართოებული მოდელმა  მთლიანობაში გაამართლა. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მოცემული დეტერმინანტების უმრავლესობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. ამასთან გვინდა გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება: ინფლაციისა და მთავრობის ხარჯების გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) უარყოფითია; სტრუქტურული რეფორმების, ფასების ლიბერალიზაციის გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP)  უარყოფითია 1999-2007 წლებში, დადებითია 2007-2014 წლებში; გაცვლითი რეჟიმის გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP)  უარყოფითია (A3), ხოლო დადებითია (A6) მოდელში; ანალოგიური მდგომარეობაა პრივატიზაციის ინდექსის შემთხვევაში (A4 და A6 მოდელები); ინვესტიციების გავლენა მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) მნიშვნელოვანია ორივე პერიოდში, შეფასებული კოეფიციენტი 0.20-0.24 შუალედშია. ინვესტიციების მაქსიმალური მნიშვნელობა დაფიქსირდა (A1) მოდელში პირველ პერიოდში, ხოლო (A4) მოდელში მეორე პერიოდში. რაც შეეხება ზოგად სურათს, 2007-2014 წლების მოდელები ეკონომიკის ზრდის დეტერმინანტების უმრავლესობის შეფასებები გაუმჯობესებულია 1999-2007 წლების მოდელებთან შედარებით. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ანანიაშვილი, ი.,   ბარდაველიძე, ა. (2018). საქართველოს ეკონომიკაში ერთობლივ მოთხოვნაზე ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტების ზემოქმედების თავისებურებების ეკონომეტრიკული ანალიზი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, შრომების კრებული.
  2. ბედიანაშვილი, გ. (2022). ეკონომიკური ზრდის და განვითარების დეტერმინანტები გლობალიზაციის თანამედროვე გამოწვევების პირობებში. ჟურნალი „ეკონომიკა, ბიზნესი და ადმინისტრირება,“ II, 42-52. http://sciencejournals.ge/index.php/bu/article/view/275/234
  3. პაპავა, ვ., სილაგაძე, ა.(2019). როგორ უნდა ითარგმნოს ქართულად ტერმინი”GROSS DOMESTIC PRODUCT”.  ჟურნალი, გლობალიზაცია და ბიზნესი #7, 2019.
  4. ტაბაღუა, ს. (2019). ფისკალური სტიმულების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. სადისერტაციო ნაშრომი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.  https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/315854 
  5. Ari, A., Pula, G., Sun, L. (2022). Structural Reforms and Economic Growth: A Machine Learning Approach. IMF Working Paper, WP/22/184
  6. Ari, A., Pula, G. (2021). Assessing the Macroeconomic Impact of Structural Reforms in Ukraine, IMF Working Papers, 2021(100)
  7. Acemoglu, D., Johnson,S., Robinson, J.(2005). Handbook of Economic Growth. Chapter 6 Institutions as a Fundamental Cause of Long-Run Growth. Volume 1, Part A, Pages 385-472.
  8. Barro, R., Sela-i-Martin, X.(1995). Economic Growth (New York: McGrew Hill).
  9. Barro, R. (1997). Determinants of Economic Growth: A Cross-Country Empirical Study. Cambridge, Mass.: MIT Press.
  10. Barro, R., Sala, X. (2004). Economic Growth. Massachusetts Institute of Technology.
  11. Brada, J., Arthur E., King., A., Kutan, M. (2000). Inflation Bias and Productivity Shocks in Transition Economies: The Case of the Czech Republic. Economic Systems. 24:2, pp. 119–38.
  12. Blanchard, O. (1977). The Economics of Post-Communist Transition. Oxford: Clarendon Press
  13. Bassanini, A., Scarpetta, S., Hemmings, P. (2001). Economic Growth: The Role of Policies and Institutions. Panel Date Evidence from OECD Countries’, Paris: OECD, Economics Department, Working Paper, No. 283.
  14. Berg, A., Borensztein, E., Sahay, R., Zettelmeyer, J.(1999). The Evolution of Output in Transition Economies: Explaining the Differences. IMF Working Paper 99/73 (May), Washington, D.C.: International Monetary Fund.
  15. Campos, N., Coricelli, A. (2002). Growth in transition: What we know, what we don’t, and what we should,” Journal of Economic Literature, XL, pp. 793–836.
  16. Christoffersen, P., Doyle, D. (1998). From Inflation to Growth: Eight Years of Transition. International Monetary Fund.
  17. De Melo, M., Denizer, C., Gelb, A. (1996). Patterns of transition from plan to market. World Bank publication.
  18. De Melo, M., Denizer,C.,  Tenev, S.(1997). Circumstances and choice: the role of initial conditions and policies in transition economies. World Bank Policy Research Working Paper No. 1866.
  19. Egert, B. (2017). The quantification of structural reforms: Extending the framework to emerging market economies. OECD Economics Department Working Paper No 1442
  20. Fisher, S., Sahay, R., Vegh, C. (1996a). Stabilization and Growth in Transition Economies: The Early Experience. American Economic Associations.
  21. Fisher, S., Sahay, R., Vegh, C. (1996b). Stabilization and Growth in Transition Economies: The beginning of growth. American Economic Associations.
  22. Fisher, S., Sahay, R., Vegh, C. (1998). From Transition to Market: Evidence and Growth Prospects. IMF WP/98/52.
  23. Fischer, S., Sahay, R. (2004). Transition Economies: The Role of Institutions and Initial Conditions. FischerSahay-Calvo Conference-April14.doc April 14.
  24. Gerard, R. (2000). Transition and Economics: Politics, Markets and Firms, Cambridge, MA: MIT Press.
  25. Godoy, S., Stiglitz, J.E. (2007). Growth, Initial Conditions, Law and Speed of Privatization in Transition Countries: 11 Years Later. In: Estrin, S., Kolodko, G.W., Uvalic, M. (eds) Transition and Beyond. Studies in Economic Transition. Palgrave Macmillan, London. https://doi.org/10.1057/9780230590328_5
  26. Greene, W. (2002). Econometric Analysis. Fifth edition, New York University.
  27. Harberger, A.(1998). A Vision of the Growth Process. The American Economic Reviw, Vol, 88.N.1. pp.1-32.
  28. Havrylyshyn, O. (2007). Fifteen Years of Transformationin the Post-Communist World. Cato institute.
  29. Hernández-Catá, E. (1997). Liberalization and the Behavior of Output During the Transition from Plan to Market", IMF Working Paper 97/53 (April), Washington, D.C.: International Monetary Fund.
  30. Havrylyshyn, O., Wolf, T. (1999). Determinants of growth intransition countries, Finance and Development, Vol.36,No2, pp.12-15.
  31. Horowitz, S. (2004). Structural Sources of Post-Communist Market Reform: Economic Structure, Political Culture, and War. International Studies Quarterly, 48(4), 755–778. https://doi.org/10.1111/J.0020-8833.2004.00324.X
  32. Heybey, B., Murrell, P. (1998). The Relationship Between Economic Growth and Speed of Liberalization During Transition, Department of Economics and IRIS Center, University of Maryland, Manuscript.
  33. Havrylyshyn, O., Izvorski, I., Rooden, R. (1998). Recovery and growth in transition economies, 1990-97 :a stylized regression analysis. IMF/WP/98/141
  34. IMF, (2000). Focus on Transition Economies. A Survey by the Staff of the International Monetary Fund.
  35. Islam, N. (1995). Growth Empirics: A Panel Data Approach. The Quarterly Journal of Economics Vol. 110, No. 4 (Nov., 1995), pp. 1127-1170.
  36. Joffe, M. (2017). Evidence and the micro-foundations of economic growth. Economics and Business Review EBR 17(3), 52-79 DOI: 10.18559/ebr.2017.3.4
  37. Kornai, J. (1999). Reforming the Welfare State in Postsocialist Economies, in When is Transition Over?. Annette Brown, ed. Kalamazoo, Mich.: W.E. Upjohn Institute for Employment Research, chapter 6.
  38. Kawalec, P. (2020). The dynamics of theories of economic growth: An impact of Unified Growth Theory. Economics and Business Review EBR 20(2), 19-44 DOI: 10.18559/ebr.2020.2.3
  39. Loungani, P., Sheets, N. (1997). Central Bank Independence, Inflation and Growth in Transition Economics. International Monetary Fund (IMF).
  40. Mervar, A. (2003). Economic Growth and Countries in Transition. Croatian Economic Survey. This paper was originally published in Privredna kretanja i ekonomska politika (Economic Trends and Economic Policy), No. 92, 2002, pp. 53-87. Translated in 2003.
  41. Mankiw, G., Romer, D. and Weil, D. (1992). A Contribution to the Empirics of Economic Growth, Quarterly Journal of Economics, 107 (May)
  42. North, D. (1989).  Institutions and Economic Growth: An historical introduction, World Development, Volume 17, Issue 9, Pages 1319-1332.
  43. Olson, M., Sarna, N., Swamy, A.V. (2000). Governance and Growth: A Simple Hypothesis Explaining Cross-Country Differences in Productivity Growth. Public Choice 102, 341–364 https://doi.org/10.1023/A:1005067115159
  44. Oslon, M. (1997). Distinguished Lecture on Economics in Government “Big Bills Left on the Sidewalk: Why Some Nationals Are Rich and Other Poor”. Journal of Economics Perspectiives, Vol.10(2).pp.3-24. 
  45. Piatkowski, M. (2002).The new economy and economic growth in transition economies: The relevance of institutional infrastructure, WIDER Discussion Paper, No. 2002/62, ISBN 9291902497, The United Nations University World Institute for Development Economics Research (UNU-WIDER), Helsinki.
  46. Popov, V. (2006). Shock therapy versus gradualism reconsidered: Lessons from transition economies after 15 years of reforms, TIGER Working Paper Series, No. 82, Transformation, Integration and Globalization Economic Research (TIGER), Warsaw.
  47. Piętak, Ł. (2014). Review of theories and models of economic growth, Comparative Economic Research. Central and Eastern Europe, ISSN 2082-6737, De Gruyter, Warsaw, Vol. 17, Iss. 1, pp. 45-60, https://doi.org/10.2478/cer-2014-0003
  48. Romer, P. (1990). Endogenous Technological Change. Journal of Political Economy, Vol.98.No.5. pp.S71-S102.
  49. Round, J (2009). International Encyclopedia of Human Geography (Second Edition).
  50. Solow, R. (1956). A Contribution to the Theory of Economic Growth, Quarterly Journal of Economics, 70 (1)
  51. Swan, T. (1956). Economic Growth and Capital Accumulation, Economic Record, 32.
  52. Svejnar, J.(2002). Transition Economies: Performance and Challenges. Journal of Economic Perspectives-Volume 16, Number 1-Winter 2002—Pages 3–28
  53. Shachmurove, Y., Zilberfarb, B. (2020). Macroeconomic performance of the Israeli economy in the 21st millennium. Economics and Business Review EBR 20(2), 45-65 DOI: 10.18559/ebr.2020.2.4
  54. Workie, M. (2005). Determinants of growth and convergence intransitive economies in the 1990s: Empirical evidence froma panel data, Prague Economic Papers 3/2005, pp.239-51.

Zinnes, C., Eilat, Y., Sachs, J. (2001). Benchmarking Competitiveness in Transition Economies, Economics of Transition, Vol. 9, No. 2, pp. 315–53.



[1]ავტორი მადლობას უხდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ იური ანანიაშვილს გამოთქმული სასარგებლო  კომენტარებისა და მოსაზრებებისათვის.

[2]აღნიშნული პერიოდით შემოვიფარგლეთ კვლევის მიზნებისთვის საჭირო მონაცემების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. იხილეთ, EBRD „გარდამავალი ინდიკატორები 1989-2014“, ვებგვერდი: https://www.ebrd.com/economic-research-and-data/transition-qualities-asses.html, ნანახია: 11/02/2023.

[3]გაერო-17 ქვეყანა [UN, 2022], EBRD-35 ქვეყანაა (იხ. „გარდამავალი ინდიკატორები“), IMF - 31 ქვეყანა [IMF, 2000].

[4]Havrylyshyn, O., Izvorski, I., Rooden, R. (1998). Recovery and growth in transition economies, 1990-97: a stylized regression analysis. IMF/WP/98/141

[5] EBRD-ის მიერ შეფასებული ინდიკატორების საშუალო სიდიდე, გაანგარიშებულია ავტორის მიერ. .

[6]აღნიშნული მიდგომა აპრობირებულია სხვადასხვა კვლევებშიც [Popov, 2006; Piatkowski, 2002;  Bassanini., Scarpetta., Hemmings, 2001; Zinnes, Eilat., Sachs, 2001 და სხვა].

[7] ამ მეთოდით პანელური მოდელის გაანალიზება განპირობებულია “ჰაუსმანის ტესტით”.

[8] იხილეთ, პაპავა, სილაგაძე (2019).

[9]მაგალითად, (A6) მოდელის მიხედვით მთლიან სამამულო პროდუქტზე (GDP) მთავრობის ხარჯების და ინვესტიციების  გრძელვადიანი გავლენა უარყოფითია.

[10] De Melo, M., Denizer, C., Tenev, S.(1997). Circumstances and choice: the role of initial conditions and policies in transition economies. World Bank Policy Research Working Paper No. 1866.

[11] იგულისხმება ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან დაშორება.